Sunday, February 23, 2014



შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
დაბალი
საშუალო
საშუალოზე  მაღალი
მაღალი
ინფორმაციის მოძიების წყაროები
იყენებს მხოლოდ საკუთარ არსებულ ინფორმაციას
იყენებს მხოლოდ სახელმძღვანელოს ინფორმაციას
იყენებს მხოლოდ რამდენიმე საინფორმაციო წყაროს
იყენებს მრავალფეროვან საინფორმაციო საშუალებებს
მოძიებული ინფორმაციის შესაბამისობა
მასალა არ არის საკითხის შესაბამისი
მასალა ნაწილობრივ შეესაბამება საკითხს
მასალა ძირითადად შეესაბამება საკითხს
მასალა სრულად შეესაბამება საკითხს
მოპოვებული ინფორმაციის ორგანიზება
(ინფორმაციის წყაროების ნუსხა, რუკების ან ფოტო-მასალის სახით წარმოდგენა)
მასალა არ არის სწორად ორგანიზებული
მასალა ნაწილობრივ ორგანიზებულია
მასალა ორგანიზებულია,მაგრამ რთულად აღსაქმელი
მასალა კარგად და მოხერხებულადაა ორგანიზებული
მოძიებული ინფორმაციის ანალიზი
ვერ იყენებს მოძიებულ მასალას მიზნობრივად
ნაწილობრივ მიზნობრივად იყენებს მოძიებულ მასალას
ძირითადად მიზნობრივად იყენებს მოძიებულ მასალას
მიზნობრივად იყენებს მოძიებულ მასალას

პროექტი

პროექტის სახელწოდება
„ტრანსპორტი’’
პროექტის მთავარი თემა
გააცნობიერონ მსოფლიო მასშტაბით სატრანსპორტო მნიშვნელობა, ტრანსპორტის სახეობები ,ტრანსპორტის განვითარება უძველესი დროიდან დღემდე.

პროექტის აქტუალობა
ტრანსპორტის დადებითი და უარყოფითი თავისებურებები, ტრანსპორტი როგორც გადაადგილების და ტვირთბრუნვის საშუალება, ამავე დროს გამონაბოლქვი რომელიც აბინძურებს გარემოს. კავშირი ძველსა და ახალს შორის.
პროექტის მიზნები
დააკვირდებიან ტვირთბრუნვისა და მგზავრთბრუნვის ეფექტიანობას, დაადგენენ  ტრანსპორტის მუშაობის შესაფასებელ ძირითად მაჩვენებელს, გაანალიზებენ მსოფლიო ერთიანი სატრანსპორტო სისტემის მნიშვნელობას, გამოიკვლევენ პრობლემას მსოფლიო ეკოლოგიური დაბინძურების შესახებ.
მონაწილეთა ასაკი
13-14 .
ვადები,ხანგრძლივობა
2-3 თვე.
მოსალოდნელი შედეგები
სატრანსპორტო კომპლექსის გაცნობა,ტვირთბრუნვისა და  მგზავრთბრუნვის განსხვავება,სხვადასხვა თვალსაჩინოების და სატრანსპორტო რუკის წაკითხვა.ტრანსპორტის მნიშვნელობის ჩამოყალიბება.
პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები
სახელმძღვანელო, მსოფლიო სატრანსპორტო რუკა,ინტერნეტი, მსოფლიო ფიზიკური რუკა, სქემა.
პროექტის მსვლელობა 
(ძირითადი აქტივობები)
პროვოცირება,მასალის მოძიება ინტერნეტის საშუალებით, მოძიებული ინფორმაციის ანალიზი,ჯგუფებად დაყოფა და პრეზენტაციის განხილვა თემაზე:’’ტრანსპორტი და ეკოლოგია’’. დისკუსია ,კითხვა- პასუხი.საშინაო დავალება.

საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ი.ს.ტ.
პროექტის ხელმძღვანელი
(მასწავლებელი)
ნანა პაპასკირი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
Papaskirinana6@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
Papaskirinana6.blogspot.com